25 წლის სუპერმოდელი, კენდალ ჯენერი ამჟამად ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი და პოპულარული სახეა. ის უამრავ ბრენდთან, დიზაინერთან და მოდურ გამოცემასთან თანამშრომლობს, ამჯერად კი ის ფოგოტრაფ მეთიუ იილიამსის ობიექტივში მოხვდა და ბრენდ Givenchy-ის ახალი კოლექცია წარადგინა.
ამჯერად სოციალურ ქსელში კენდალის ორი ფოტო გავრცელდა. მან მონოქრომული იმიჯი მოირგო და შესანიშნავად გამოიყურებოდა. თავდაპირველად მან ფორთოხლისფერი მაისური და მაღალწელიანი, კლასიკური შარვალი მოიხდინა და ოქროს აქსესუარები შეუხამა, შემდეგ კი მწვანე ფონზე ამავე ფერის სამოსი მოირგო, რომელსაც ბეჟი ჩანთა შეურჩია.