ირინა შეიხისლამოვა, ბევრისთვის ცნობილი როგორც ირინა შეიკი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და მაღალანაზღაურებადი რუსი მოდელია. 34 წლის ვარსკვლავი პაპარაცებმა გასულ დღეს ნიუ-იორკის ქუჩებში შენიშნეს. იქიდან გამომდინარე, რომ მოდელს აქვს გადატვირთული გრაფიკი და კარიერული საქმიანობის პარალელურად თავისუფალი დროის უმეტეს ნაწილს ქალიშვილთან ერთად ყოფნაში ატარებს, მისი ჩაცმის სტილი ყოველთვის მარტივია და კომფორტული, თუმცა ყოველთვის მოდური და გამორჩეული. ირინამ ამჯერად შავი ფერის სამოსს Coach-ის £1500 წითელი "თრენჩი" და იმავე ფერის ტრენდული მინი ჩანთა შეუხამა.