მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ამერიკელი მოდელი ბელა ჰადიდი პაპარაცებმა პარიზის ქუჩებში დააფიქსირეს. ვარსკვლავის Paris Fashion Week-ის ფარგლებში საფრანგეთში იმყოფება. გასულ დღეს ის ფენდის 2021 წლის გაზაფხული/ზაფხულის ოტ კუტიურის კოლექციის ჩვენებაზე გამოვიდა. შოუზე მიმავალმა მოდელმა ვინტაჟური სტილი მოირგო და The Elder Statesman-ის £825-იან სვიტერს, იმავე ბრენდის შარვალი, Prada-ს puffer სტილის ქურთუკი და შავი stiletto სტილის მაღალქუსლიანი ფეხსაცმელები შეუხამა.