24 წლის ჰეილი ბოლდვინი და მისი მეუღლე, 26 წლის ჯასტინ ბიბერი არაჩვეულებრივი გემოვნებით და ჩაცმის სტილით ნამდვილად გამოირჩევიან. მათი წყვილი ამჟამად ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნადი და პოპულარულია, ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ პაპარაცები მათ ყველგან დაჰყვებიან. ამჟამად ისინი ლოს-ანჯელესში სეირნობისას შენიშნეს, მათმა გემოვნებიანმა ქუჩის სტილმა კი ყურადღება მარტივად მიიქცია.
ჯასტინს საკუთარი ბრენდის, Drew-ს, მწვანე მაისური ეცვა, რომელსაც ბეჟი მოსაცმელი და ამავე ფერის სპორტული შარვალი, ფერად Puma-ს კედებთან ერთად შეუხამა.
ჰეილიმ კი არჩევანი შავი ფერის მაისურსა და ამავე ფერის, ტყავის შარვალზე შეაჩერა, რომელსაც Bottega Veneta-ს 1805 ფუნტის ღირებულების ქურთუკი, ამავე ფერის ჩანთა და თეთრი კედები შეუხამა.