რამდენიმე საათის წინ კიმ ჯონსმა ფენდის 2021 წლის გაზაფხული/ზაფხულის ოტ კუტიურის კოლექცია წარადგინა, შეგახსენებთ, რომ კიმ ჯონსმა ფენდის ქალის ზახის შემოქმედებითი ხელმძღვანელის თანამდებობა გასულ წელს დაიკავა, ეს კი ბრენდისთვის მისი სადებიუტო კოლექცია იყო. ჩვენება 58 წლის ამერიკელმა მსახიობმა და პროდიუსერმა დემი მურმა გახსნა. ჩვენებაზე დემისთან ერთად ქეით მოსი და მისი ქალიშვილი ლაილა მოსი, 90-იანების საკულტო სუპერმოდელი კრისტი ტურლინგტონი, მისი ძმისშვილი ჯეიმს ტურლინგტონი, ბელა ჰადიდი, ნაომი კემპბელი და კარა დელევინი გამოვიდნენ.