რამდენიმე საათის წინ ფილმ The Courier-ის თრეილერი გავრცელდა, რომელშიც მაყურებელი ბენედიქტ კამბერბეჩთან ერთად ქართველ მსახიობს მერაბ ნინიძეს იხილავს. ფილმის რეჟისორი დომენიკ კუკია, სიუჟეტი კი ცივი ომის პერიოდში ვითარდება. ქართველი შემსრულებელი ოლეგ პენკოვსკის როლს ანსახიერებს, რომელიც საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი სადაზვერვო სამართველოს პოლკოვნიკი იყო და ბრიტანეთის სადაზვერვო სამსახურს ჰყავდა დაქირავებული, ოლეგ პენკოვსკი 1963 წელს ღალატში დაადანაშაულეს და სიკვდილით დასაჯეს.
შეგახსენებთ, რომ დომენიკ კუკის ახალი ფილმის The Courier-ის სახელი თავდაპირველად Ironbark იყო, თრეილერის გავრცელება კი ჯერ კიდევ 2020 წლის ზაფხულში იყო დაგეგმილი,. გლობალური პანდემიის გამო გამოსვლის თარიღი არაერთხელ შეიცვალა, "კურიერის" ოფიციალური თრეილერი რამდენიმე საათის წინ გავრცელდა, ფილმის გამოსვლა კი 2021 წლის 19 მარტს იგეგმება.
შეგახსენებთ, რომ მერაბ ნინიძე ფილმ კურიერში მამაკაცის მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შესრულებისთვის ბრიტანეთის დამოუკიდებელი კინოს დაჯილდოების (British Independent Film Awards · BIFA)ბიფას ნომინანტებს შორის დასახელდა.