მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ვეტერანი სუპერმოდელი 46 წლის ქეით მოსი და მისი ქალიშვილი, 18 წლის დამწყები მოდელი ლაილა მოსი რამდენიმე საათის წინ Fendi-ის 2021 წლის გაზაფხული/ზაფხულის ოტ კუტიურ კოლექციის ჩვენებაზე გამოვიდნენ. შოუზე ვარსკვლავურ დედა-შვილთან ერთად 90-იანების საკულტო სუპერმოდელი კრისტი ტურლინგტონი, მისი ძმისშვილი ჯეიმს ტურლინგტონი, დემი მური, ბელა ჰადიდი, ნაომი კემპბელი და კარა დელევინი გამოვიდნენ.
შეგახსენებთ, რომ კიმ ჯონსმა ფენდის ქალის ზახის შემოქმედებითი ხელმძღვანელის თანამდებობა გასულ წელს დაიკავა, ეს კი მისი სადებიუტო კოლექცია იყო ბრენდისთვის.