24 წლის მოდელი, ჰეილი ბოლდვინი არაჩვეულებრივი გემოვნებით და ჩაცმის სტილით ნამდვილად გამოირჩევა, მისი გამოჩენით ის ფანებს იმედებს არასოდეს უცრუებს რადგა მუდამ შესანიშნავად გამოიყურება. გამონაკლისი არც უკანასკნელი შემთხვევა გამხდარა, როდესაც ის პაპარაცებმა ლოს-ანჯელესში შენიშნეს.
ჰეილიმ არჩევანი მონოქრომულ იმიჯზე შეაჩერა. მას შავი მაისური და ამავე ფერის მაღალწელიანი, ტყავის შარვალი ეცვა, რომელსაც მუქი მწვანე თრენჩი, ამავე ფერის, ტუავის პირბადე და Nike-ის კედები შეუხამა.