საიდუმლოს აღარავისთვის წარმოადგენს ის ფაქტი, რომ კეტლინ ჯენერისადმი მისი ოჯახის წევრების დამოკიდებულება ბოლო ოთხი წლის განმავლობაში რადიკალურად შეიცვალა. 2015 წელს, როცა ის ტრანსგენდერის როლში გამოჩნდა, საზოგადოებისგან ოჯახის მიმართ ზღვა კრიტიკა დაგროვდა, რამაც შვილებზეც იმოქმედა, რომლებმაც ის ფაქტობრივად გარიყეს საკუთარი ყოველდღიურობიდან.
თუმცაღა შვილებთან ურთიერთობასის მაინც ინარჩუნებს, განსაკუთრებულად კი, კაილი უყვარს, რაც უფროსი დის ყურადღების მიღმა არ რჩება. "ვხედავ მამას როგორ ენატრება ხოლმე კაილი, მაგრამ მე ვცდილობ შევხვდე ხოლმე და მასთან ერთად გავერთო,მე აქ ვარ, ნუთუ ეს შენთვის საკმარისად კარგი არ არის?!" -აღნიშნა მოდელმა 2017 წელს გადაღებულ სატელევიზიო ეპიზოდში.
კაილისადმი საკუთარი დამოკიდებულების შესახებ კეტლინიც ალაპარაკდა საჯაროდ, "კაილი ყველა წესს სცდება, ვგულისხმობ - ჩათვალეთ ის არის ადამიანი, რომელშიც ყველა ვარსკვლავი ერთიანდება," -აღნიშნა მან.