კამალა ჰარისი, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში შევა, როგორც პიკრველი ფერადკანიანი ქალბატონი ვიცე-პრეზიდენტის სტატუსით, მოდის მესვეურების დისკუსიების მიზეზი გახდა. საქმე იმაშია, რომ პოლიტიკოსი Vogue-ის თებერვლის ნომრის გარეკანს დაამშვენებს და სოციალურ ქსელებში უკვე გამოჩნდა ყდის ორი ვარიანტი, რომელთაგანაც ერთ-ერთ ბეჭდური ვერსიისთვისაც გამოიყენებენ.
განსაკუთრებული ყურადღება ცნობილი ფოტოგრაფის - ტაილერ მიშელის ერთ-ერთმა კადრმა მიიპყრო - ეს არის ფოტო, რომელზეც ჰარისი მისი სავიზიტო სპორტული ფეხსაცმლით ფიგურირებს, რასაც არაერთგვაროვანი კომენტარები მოჰყვა, რადგან საზოგადოების დიდი ნაწილის აზრით, ეს ყველაფერი Vogue-ის მაღალ სტანდარტებს სცდება.
თუმცა მათაც კი, ვისაც სტერეოტიპული აზროვნება არ მოსწონთ და ემხრობიან ჰარისის თავისუფალ იმიჯს, აქცენტი უკანა ფონზე გადააქვთ - "რა არეულობაა.. სავარაუდოდ, ანა ვინტურს ფერადკანიანი მეგობრები არ ჰყავს. მე სრულიად უსასყიდლოდ გადავიღებ კამალა ჰარისის უკეთეს ფოტოებს ჩემი Samsung-ით,"- დაწერა New-York Times-ის ერთ-ერთმა კონტრიბუტორმა - ვაატი ალიმ..
ვინტურის წარმომადგენლობის თქმით კი, ჰარისის გუნდი თავად აკონტროლებდა მის ვიზუალთან დაკავშირებულ ყველა დეტალს და შესაბამისად, მათ არჩევანი კვლავაც ჰარისის საყვარელ, Converse-ის ფეხსაცმელზე შეაჩერეს.
თუმცაღა ფაქტია რომ ეს მოვლენები უყურადღებოდ ვერ ჩაივლიდა ყოფილი პრეზიდენტისა და ფლოტუსის -მელანია ტრამპისათვის, რომელიც ყოველთვის დახვეწილი იმიჯით გვამახსოვრებდა თავს, მაგრამ პირველი ლედის სტატუსით არასდროს ყოფილა მოდური გამოცემების გვერდებზე, რის გამოც სულ ცოლტა ხნის წინ, გამოცემები ტრამპმა ელიტურ სნობიზმში დაადანაშაულა.