19 წლის მომღერალი ბილი აილიში საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს. მუსიკის გარდა ბილიმ სახელი მისი იმიჯითაც მიიქცია, ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ ის ცნობილ ბრენდებთან, დიზაინერებთან და მოდის გამოცემებთან თანამშრომლობს. ახლახანს მან ჟურნალ Vanity Fair-ის ახალ გადაღებაში მიიღო მონაწილეობა, სადაც რამდენიმე სხვადასხვა იმიჯი მოირგო.
მომღერალმა ჟურნალის გარეკანიც დაამშვენა, სადაც მას ყავისფერი ელემენტებით გაფორმებული ბეჟი სამოოსი აცვია. ამას გარდა მომღერალმა კიდევ რამდენიმე იმიჯი მოირგო და შესანიშნავად გამოიყურებოდა. აღსანიშნავია, რომ ბილიმ Burberry-ის სამოსი მოიხდინა.