"ყინულის ბიჭუნის" ისტორია, რომელიც მსოფლიო მედიაში 2018 წელს გავრცელდა, საგანმანათლებლო წრეებში დღესაც აქტუალურია. ამბავი და ფოტო, რომელიც ყოველ ნახვაზე აღაფრთოლვანებს ადამიანს, ჩინელ ბიჭუნას - ვანგს ეხება, რომელმაც ორი წლის წინ იუნანის პროვინციის ერთ-ერთ სოლფელში 9 კილომეტრი 5 გრადუსიან ყინვაში იმისთვის გაიარა, რომ სკოლაში გამოცდა ჩაებარებინა.
ფოტო კი, რომელზეც გაყინული თმა კარგად ჩანს, ფაქტობრივად ვირუსულად მოედო სოციალურ ქსელებში, ის მასწავლებლის მიერ, გამოცდის შემდეგ არის გადაღებული. პატარა მოსწავლის თავდადებას კი, უშედეგოდ არ ჩაუვლია და ვანგმაქ 100-დან 99 ქულა აიღო. ამ ყველაფერს კი კიდევ უფრო ამაღელვებელი გაგრძელება მოჰყვა.
პროვინციაში არსებული სიღარიბის დემონსტრირებისთვის ქვეყანა ვანგზე უკეთეს მაგალითს ვერ მოიყვანდა, როგორც აღმოჩნდა არც პატარის სახლში და არც მის სკოლაში გათბობა არ არის, ამიტომაც შეგროვდა თანხა, რომლითაც სკოლაში გათბობა ჩაირთო, პროვინციაში მცხოვრები ღარიბი ოჯახებისთვის კი, თბილი სამოსი და გამათბობლები იყიდეს.
რაც შეეხება ისტორიის მტავარ გმირს, ის პეკინშიც მიიწვიეს, სადაც ბიჭუნა მოულოდნელმა ფაქტმა აღაფრთოვანა,"სახლში ყოველთვის ტანსაცმლით გვძინავს. აქ ისეთი თბილი სახლებია, შემიძლია მაისურით ვიარო, ამას პირველად ვხედავ," -აღნიშნა პატარა მოტივატორმა.