მიუხედავად იმისა, რომ პანდემიიდან გამომდინარე ჩვენთვის საყვარელი ვარსკლავების ცხოვრება ისევე შეიცვალა, როგორც თავად ჩვენი - ზოგი მათგანი მაინც ახერხებს, რომ შეინარჩუნოს ოჯახური ტრადიციები. ანჯელინა ჯოლისა და მისი შვილებისთვის ერთ-ერთი ასეთი ტრადიცია შოპინგისთვის ერთად სიარულია.
საყვარელი აქტივობისთვის ჯოლიმ ამჯერადაც მისთვის საყვარელი, შავი ფერის სამოსი შეარჩია. დედიკოს კი გვერდს 12 წლის ნოქსი უმშვენებდა, რომელმაც საკუთარი ტრანსფორმაციით საზოგადოება გააკვირვა.