21 წლის ფოტოგრაფი, დევიდ და ვიქტორია ბექჰემების უფროსი ვაჟი? ბრუკლინ ბექჰემი და მოდელი, ნიკოლა პელცი გასულ წელს დაინიშნენ. მას შემდეგ წყვილი დროის უმეტეს ნაწილს ერთად ატარებს და სოციალურ ქსელში ერთად გადაღებულ ფოტოებს ხშირად აქვეყნებს. ბრუკლინს სხეულზე უამრავი სვირინგი აქვს და ახლახანს მან კიდევ ერთი ტატუ გაიკეთა, რომელიც მის საცოლეს მიუძღვნა.
ბრუკლინმა კეფაზე ნიკოლას თვალები დაიხატა, ქვემოთ კი ის წერილი დაიტანა, რომელიც მას საცოლემ დაუწერა.
“ჩემი ბიჭო, წაიკითხე ეს მაშინ, როდესაც საკუთარ თავში დარწმუმებული არ იქნები. მინდა, რომ იცოდე თუ როგორ მიყვარხარ. შენ ყველაზე კეთილი გული გაქვს და იმედი მაქვს შენი სიყვარულის გარეშე არასოდეს გავიღვიძებ. უბრალოდ იცოდე ჩვენ ერთად ყველაფერ გადავლახავთ, უბრალოდ უნდა ვისუნთქოდ ღრმად და ყოველთვის უნდა გვქონდეს იმედი. უზომოდ მიყვარხარ, შენი მომავალი ცოლი.”