დიდი ხნის მანძილზე ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის ქორწილის დეტალები საზოგადოებისთვის უცნობი იყო. თუმცაღა, როგორც კი ეს ყველაფერი ხალხის თვალამდე მივიდა, არავის გაჰკვირვებია, რომ ანჯელინას კაბა ერთდროულად თვალისმომჭრელი და უჩვეულოც იყო.
როგორც ცნობილია წყვილმა საფრანგეთში მდებარე შატო მირავალში იქორწინა, გამომდინარე იქიდან, რომ ამ დროისთვის მათ უკვე ჰყავდათ შვილები, ანჯიმ გადაწყვიტა ბავშვებისთვის Versace-ს ძვირფასი კაბა საკუთარი ნახატებით დაეფარათ.
ამასთანავე ბავშვებს თავად ცერემონიაშიც ჰქონდათ საკუთარი წვლილი შესატანი, მაგალითად, შაილოსა და ნოქსს ბეჭდები უნდა ეტარებინათ.