24 წლის მოდელი, ჰეილი ბოლდვინი არაჩვეულებივი გემოვნებით და ჩაცმისს ტილით გამოირჩევა. ის პაპარაცების ობიექტივში საკმაოდ ხშირად ხვდება, მიუხედავად ამისა ის ფანებს იმედებს არასოდეს უცრუებს და მუდამ შესანიშნავად გამოიყურება. გამონაკლისი არც უკანასკნელი შემთხვევა გამხდარა, როდესაც ის კალიფორნიის ქუჩებში გამოჩნდა.
ჰეილი არჩევანი მუქი ფერის სამოსზე შეაჩერა. მას შავი მაისური და ამავე ფერის, ფართე შარვალი ეცვა, რომელსაც დიდი ზომის, ტყავის ქურთუკი და Bucket Hat შეუხამა. იმიჯის სრულყოფილებაში მოსაყვანად მოდელმა Dr Martens-ის თეთრი, დაბალქუსლიანი ფეხსაცმელი, წითელი ჩანთა და მზის სათვალე შეარჩია.