48 წლის ბენ აფლეკისა და 32 ანა დე არმასის დაშორების შესახებ საუბარი ჯერ კიდევ რამდენიმე დღის წინ დაიწყო, ოფიციალური წყაროები ჯერჯერობით ამ ინფორმაციას ამ დრომდე არ ადასტურებდნენ, თუმცა საკითხის შესახებ ბენის ძმა - კეისი ალაპარაკდა.
"იმის თქმაც არ შემიძლია, საბოლოოა თუ არა ეს დაშორება. მირჩევნია, ამაზე საუბრის საშუალება მათვე დავუტოვო. ვფიქრობ, ანა - ყველაზე თბილი და ყველაზე შთამბეჭდავი ადამიანია. მას არასდროს გაუჭირდება ახალი მეგობარი მამაკაცის პოვნა ის ყველა მამაკაცისთვის ნამდვილი აღმოჩენაა,"- აღნიშნა კეისი.