47 წლის სუპერმოდელი, ჰაიდი კლუმი გემოვნებიანი და გლამურული იმიჯით ფანებს იმედებს არასოდეს უცრუებს და გამონაკლისი არც უკანასკნელი შემთხვევა გამხდარა, როდესაც ის ბერლინში გამართულ მოდის ვირტუალურ ჩვენებას, About You-ს დაესწრო.
ჰაიდიმ ჩვენების დაწყებამდე რამდენიმე ფოტოც გადაიღო და შესანიშნავად გამოიყურებოდა. მანა არჩევანი თეთრი ფერის სამოსზე შეაჩერა. მოდრლს თეთრი, მაღალწელიანი, კლასიკური შარვალი ეცვა, რომელსაც ამავე ფერის, ვერცხლის ელემენტებით გაფორმებული ტოპი პიჯაკთან და მაღალქუსლიან ფეხსაცმელთან ერთად შეუხამა.