რეალითი შოუს ვარსკვლავი 36 წლის ქლოე კარდაშიანი სოციალური ქსელების მეშვეობით საკუთარ ბრენდს, Good American-ს აქტიურად არეკლამებს და გამონაკლისი არც უკანასკნელი შემთხვევა გამხდარა. ამჯერად ქლოემ ბრენდის ახალი კოლექცია წარადგინა.
უახლეს ფოტოებში ვარსკვლავი შესანიშნავად გამოიყურება. მას საკუთარი ბრენდის, ბეჟი ფერის ქურთუკი და მაღალწელიანი, ჯინსის შარვალი ეცვა.