29 წლის მოდელი ემილი რატაკოვსკი მის პირველ შვილს მეუღლისგან, სებასტიან ბეარ მაქკლარდისგან ელოდება. სოციალურ ქსელში ემილი საკმაოდ დიდი აქტიურობით გამოირჩევა, ის ხშირად უზიარებს გამომწერებს ფოტოებს, სადაც სხვადასხვა გემოვნებიან იმიჯს ირგებს და გამონაკლისი არც უკანასკნელი შემთხვევა გამხდარა.
მოდელმა ინსტაგრამზე ახალი ფოტო განათავსა, სადაც ის სარკის წინ პოზირებს. მან წითელი ფერის საღამოს კაბა მოირგო, რომელსაც ოქროს აქსესუარები შეუხამა. იმიჯის სრულყოფილებაში მოსაყვანად კი არჩევანი მსუბუქ მაკიაჟსა და მარტივ ვარცხნილობაზე შეაჩერა.