30 წლის რეპერი, იგი აზალეა სოციალურ ქსელში აქტიურობით არ გამოირჩევა და არც პაპარაცების ობიექტივში ხვდება ხშირად, თუმცა ამჯერად მან გამონაკლისი დაუშვა, როდესაც ინსტაგრამზე მის გამომწერებს, რამდენიმე ახალი ფოტო გაუზიარა.
ფოტოში იგი შესანიშნავად გამოიყურება. მან 90-იანი წლების იმიჯი მოირგო. რეპერს ლურჯი, აბრეშუმის ტოპი ეცვა, რომელსაც შავი, ჯინსის შარვალი შეუხმაა. იმიჯის სრულყოფილებაში მოსაყვანად მან მარტივი ვარცხნილობა და მსუბუქი მაკიაჟი მოიხდინა, სამოსს კი სადა, მარგალიტების ყელსაბამი შეურჩია.