28 წლის დემი ლოვატო იმ მომღერლებს შორის იყო, რომლებმაც ჯო ბაიდენის ინაუგურაციაზე მუსიკალური პერფორმანსები შემოგვთავაზეს, თუმცა სხვებისგან განსხვავებით დემიმ CNN-ის პირდაპირ ეთერში იმღერა.
დემიმ Bill Withers-ის სიმღერა Lovely Day შემოგვთავაზა. მომღერალმა არჩევანი ბეჟი ფერის სამოსზე შეაჩერა. მას კლასიკური, პიჯაკი ეცვა, რომელსაც ამავე ფერის, მაღალწელიანი, კლასიკური შარვალი, თეთრი ტოპი და მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი შეუხამა.