51 წლის ჯენიფერ ლოპეზი და 34 წლის ლედი გაგა ამერიკის, რიგით 46-ე პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ინაუგურაციას დაესწრნენ, სადაც მუსიკალური ნომრებითაც წარსდგნენ. ლედი გაგამ ამერიკის ჰიმნი შეასრულა, ხოლო JLo-მ სიმღერა This Land Is Your Land-ი შემოგვთავაზა. ქალბატონებმა შესანიშნავი პერფორმანსი შემოგვთავაზეს და იმედები გემოვნებიანი იმიჯის მორგებითაც არ გაგვიცრუეს.
ლედი გაგამ ბრენდ Schiaparelli-ს შავ და წითელ ფერებში გადაწყვეტილი საღამოს კავა მორგო, რომელსაც ამავე ბრენდის ოქროს აქსესუარები შეუხამა. იმიჯს ვარსკვლავმა კლასიკური მაკიაჟი და დახვეწილი ვარცხნილობა მოიხდინა.
გაგასგან განსხვავებით ჯენიფერ ლოპეზმა მონოქრომული, თეთრი ფერის სამოსი მოირგო, რომელიც ბრენდ Chanel-ს ეკუთვნს. იმიჯის სრულყოფილებაში მოსაყვანად მან არჩევანი ოქროს აქსესუარებზე, მსუბუქ მაკიაჟსა და მარტივ ავრცხნიობაზე შეაჩერა.