25 წლის მომღერალი დუა ლიპა არაჩვეულებრივი გემოვნებით გამოირჩევა. მისი გამოჩენა ფანებს იმედებს არასოდეს ცურუებს, რადგან პოპ მომღერალი მუდამ შესანუშნავად გამოიყურება. მან გამონაკლისი არც ამჯერად დაუშვა, როდესაც ინსტაგრამზე რამდენიმე ახალი ფოტო გამოაქვეყნა.
დუამ 90-იანი წლების იმიჯი მოირგო. მას ბრენდ Moschino-ს ფერადი კაბა ეცვა, რომელსაც ვარდისფერი, მაღალქუსლიანი ჩექმა და ოქროს აქსესუარები შეუხამა. იმიჯის სრულყოფილებაში მოსაყვანად კი მსუბუქი მაკიაჟი და თმის სამაგრებით გაფორმებული ვარცხნილობა მოიხდინა.