გასულ წელს სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ პოპულარული ფილმი სახელწოდებით „ავატარი“ მეორე ნაწილით 2022 წელს დაბრუნდება, მალევე ეს ინფორმაცია ფილმის მთავარმა პროდიუსერმა ჯეიმს კამერონმა დაადასტურა. შეგახსენებთ, რომ ფილმის პირველი ნაწილი 12 წლის წინ 2009 გამოვიდა. ახლა კი სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტოები, რომელიც მეორე ნაწილის კადრს მიღმაა გადაღეული. გაცნობებთ, რომ ფილმის გადაღება ახლა უკვე დასრულებულია.