ქართველი მოდელი და ტელეწამყვანი ნუკი კოშკელიშვილი ინსტაგრამის საკმაოდ აქტიური მომხმარებელია, ის მის გამომწერებს ხშირად, თანაც გულწრფელად ესაუბრება. ცოტახნისწინ მან საზოგადოებას მისი ახალი წამოწყება გაუმხილა, რომელზეც ერთი წელი მუშაობდა, ნუკიმ საკუთარი კოსმეტიკური ბრენდი Nuki Cosmetics-ი დაარსა, რომელიც ქართულ ბაზარზე უვე ხელმისაწვდომია.
თავდაპირველად ნუკიმ მისი საყვარელი ფერის, წითელი ტუჩსაცხი დაამზადა და მის გამომწერებთან ისიც აღიარა, რომ ბოლო რამდენიმე თვე მხოლოდ საკუთარი პროდუქციის ტუჩსაცხს ხმარობდა. ტელეწამყვანმა ინსტაგრამ გვერდზე ისიც გაგვიზიარა, რომ მიუხედავად მკვეთრი, ნათელი ფერისა, მისი ტუჩსაცხი არ შეიცავს ფოსფორს და დამზადებულია ბუნებრივად.
ახლახანს კი მოდელმა კიდევ ერთი პროდუქტი, ნუდ ფერის ტუჩსაცხის შემოგვთავაზა. ამას გარდა მან ინსტაგრამზე პოსტიც გამოაქვეყნა, სადაც მის გამომწერებს რჩევებსაც კი ეკითხებოდა. ნუკიმ ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ მან ტუჩსაცხის ქაღალდის კოლოფი გააუმჯობესა და ახლა ის უფრო რთულად ზიანდება. ამას არდა გაცნობებთ, რომ ქართველი ვარსკვლავის კოსმეტიკის ღირებულება 49 ლარს შეადგეს და როგორც თვითონ აღნიშნავს კოსმეტიკას საფრანგეთში, საბერძნეთში, ესპანეთსა და იტალიაშიც აგზავნის.