30 წლის ქართველი მომღერალი - ნინი ქარსელაძე დაქორწინდა! ცნობილი ლამაზმანის რჩეული 38 წლის თაზო ჯახუტაშვილია, რომელზეც მან მალულად იქორწინა, თუმცაღა ინფორმაციამ გარკველი წყაროებით საზოგადოებამდე მაინც მიაღწია. სწორედ ამიტომ, მომღერლის დედამ - ხათუნა ჟორდანიამ სოციალურ ქსელებში სტატუსი გამოაქვეყნა:
"რადგან ბევრმა სააგენტომ გაავრცელა, დავწერ მეც!!!! ჩემი შვილი გათხოვდა.. უკვე დიდი ხანია. რამდენი ხანიც შევძელით, დავმალეთ. ახლა კი საქვეყნოდ ვამბობ, მადლობა უფალს ყველაფრისთვის! ჩემი ჯანმრთელობისთვის, მშვიდობისთვის და განსაკუთრებით იმ ბედნიერებისთვის, რომელიც ჩემს შვილს და ჩემს ოჯახს გამოუგზავნა. და ამ დიდ ბედნიერებას თაზო ჯახუტაშვილი ქვია. ულევი სიყვარული და ბედნიერება თქვენ!" - დაწერა მან და წყვილის აქამდე უცნობი ფოტო გამოაქვეყნა.
აღსანიშნავია, რომ თაზო ჯახუტაშვილი ქართველი მილიონერია, რომელიც ILKEY OVERSEAS LIMITED-ისა და BVI-ს წილებს ფლობს.