Victoria’s Secret-ის ანგელოზი, 32 წლის ელზა ჰოსკი მის პირველ შვილს შეყვარებულისგან, ტომ დელისგან ელოდება. ფეხმძიმობის განმავლობაშ მოდელი სოციალურ ქსელში საკმაოდ აქტიურია, ახლახანს მან გამომწერებს აქამდე უცნობი სურათი გაუზიარა, სადაც ის არჩვეულებრივ ფორმაშია და შესანიშნავად გამოიყურება.
ფოტოში ელზას სუპერმოდელ ქენდის სვეინფულის ბრენდის Tropic Of C-ს შავ-თეთრი საცურაო კოსტუმი აცვია, რომლის ღირებულება 362 ფუნტს შეადგენს. იმიჯს მოდელმა ოქროს აქსესუარები, თეთრი პერანგი და შავი, მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი შეუხამა.