გასულ წელს ტელეკომპანია რუსთავი 2-მა ღამის ეთერში მაყურებელს ახალი გადაცემა, „დიდი ამბავი“ წარუდგინა, რომლის ფორმატი იუმრისტული და გასართობია, წამყვანები კი ნიკა ლომაძე და ანკა ვასაძე არიან. ახლახანს გადაცემა ტელეეკრანებს ახალი სეზონით დაუბრუნდა და როგორც ჩანს „დიდ ამბავში“ მართლაც, რომ დიდი ამბავია.
გადაცემაში მატებაა, რადგან ტელეწამყვანი, ანკა ვასაძე ფეხმძიმედაა. გაცნობებთ, რომ ეს ანკას მეორე ორსულობაა მას შემდეგ რაც მას პირველი შვილი, 10 წლის წინ შეეძინა. ახლა ანკა 5 თვის ფეხმძიმეა, სასიხარულო ამბავი მან ინსტაგრამზე ფოტოს გამოქვეყნებით გაასაჯაროვა და მის გამომწერებს ბედნიერი ბედობა უსურვა.