სერიალ Emily In Paris-ის ვარსკვლავი, 31 წლის მსახიობი ლილი კოლინსი სოციალურ ქსელში არც თუ ისე აქტიურია, თუმცა მისი გამოჩენით ის ფანებს იმედებს არასოდეს უცრუებს. გამონაკლისი არც უკანასკნელი შემთხვევა გამხდარა, როდესაც მან ინსტაგრამზე საკუთარი სექსუალური ფოტო განათავსა.
ფოტოსთვის ლილიმ ბრენდ Monse-ს 949,33 ფუნტის ღირებულების, ყავისფერი კაბა მოირგო, რომელსაც ოქროსფერი, ამღალქუსლიანი ფეხსაცმელი და ოქროს აქსესუარები შეუხამა.