მიუხედავად იმისა, რომ ვიქტორია და დევიდ ბექჰემების ქონება საშუალოდ 800 000 ფუნტ სტერლინგს მოიცავს, ფული ზედმეტი არასდროსაა და ამას მათი საერთო შვილი - 15 წლის კრუზ ბექჰემი ამტკიცებს.
როგორც სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული ფოტოდან ჩანს, პატარა ვარსკვლავი მშობლების მეგობრის - კიმ ჯოუნსის მიერ ნაჩუქარ ჰუდს ყიდის და არც მეტი, არც ნაკლები - 110 000 ფუნტ სტერლინგად.
საუბარი Louis Vuitton-ისა და Supreme-ის კოლაბორაციით შექმნილ სამოსს ეხება, რომელიც ლიმიტირებული რაოდენობით გამოიცა.