ცნობილი ვარსკვლავები საერთო მუსიკალურ შედევრებსა თუ კინოსურათებს ხშირად უდიდესი დაძაბულობის ფონზე ქმნიან, რადგან ბუნებრივია ცნობადობის სტატუსი ვერ განსაზღვრავს მათ ერთმანეთისადმი სიმპატიებს. სწორედ ამიტომ, OK!-ი გთავაზობთ ერთმანეთის ყველაზე არაკეთილმოსურნე ვარსკვლავების სიას:
დაკოტა ჯონსონი და ჯეიმი დორნანი
მიუხედავად იმისა, რომ ფილმში "გრეის ორმოცდაათი ელფერი" წყვილი ცეცხლოვანი კადრებით ანებივრებს მაყურებელს, სინამდვილეში მათ შორის იგივე ქიმია ნამდვილად არ ტრიალებს და ამას 2014 წლის ინტერვიუც მოწმობს, რომელშიც ისინი Today-ს ჟურნალისტს - ნატალი მორალესს პასუხობდნენ:
Today: როგორი იყო ერთად თამაში? გრძნობდით იგივე ქიმიას?
ჯეიმი და დაკოტა: [თავის გაქნევა უარყოფის ნიშნად]
Today: არა, თქვენ გძულთ ერთმანეთი.
ჯეიმი: [თავის დაქნევა თანხმობის ნიშნად]
დაკოტა: [მზერა ჭერზე გადააქვს]
Today: რთულია ჯეიმისთან მუშაობა?
დაკოტა: [მძიმე ამოსუნთქვა]
ჯონი დეპი და ანჯელინა ჯოლი
როგორც სანდო წყაროებიდან ირკვევა, ვარსკვლავებს შორის დაძაბულობა The Tourist-ის გადასაღებ მოედანზე დაიწყო, რადგან დეპის აზრით, ჯოლი საკუთარი თავით არის შეპყრობილი.
ჯეი ზი და კანიე უესტი
როგორც ჩანს, წლობით ერთად მუშაობის მანძილზე ჯეი ზისა და კანიე უესტსაც დაუგროვდათ ერთმანეთის წინააღმდეგ არსებული განწყობები, წყაროების ცნობით, ხშირ შემთხვევაში ისინი ერთმანეთს არც ელაპარაკებოდნენ, რადგან ჯეის არ მოსწონდა კანიეს ძვირადღირებული შოუები, კანიემ კი წყენა მას შემდეგ ჩაიდო გულში, რაც 2018 წელს კიმ კარდაშიანი პარიზში გაქურდეს და ჯეი ზიმ ადგილზე მისვლის ნაცვლად, მხოლოდ დარეკა.
რიზ უიზერსპუნი და რობერტ პეტინსონი
ვარსკვლავებს Water of Elephants-ის გადაღებებზე ერთმანეთი ნამდვილად არ სძულდათ, მაგრამ პროცესში უამრავი სახამუშო მომენტი დაამახსოვრდათ და ნეგატიური მოვლენები ფილმის დასრულების შემდეგაც გაგრძელდა. რიზი ხმამაღლა ალაპარაკდა იმაზეც, თუ რამდენად ცუდი იყო ეროტიკული სცენის გადაღება რობთან, რომელიც ავად იყო და სურდო ჰქონდა..
ბლეიკ ლაივლი და ლეიტონ მისტერი
როგორც ირკვევა, ბლეიკ ლაივლიმ ლეიტონს ადამ ბროდიზე დანიშვნა არ მიულოცა და Gossip Girl-ის დასრულების შემდეგ, მასთან არც უსაუბრია, თუმცა ამის რეალური მიზეზი უცნობია.