შეგახსენებთ, რომ "ჰარი პოტერის" ვარსკვლავი 31 წლის ინგლისელ მსახიობს რუპერტ გრინტს და მის მეგობარ გოგონას 28 წლის Georgia Groome-ს რამდენიმე თვის წინ პირველი შვილი შეეძინათ. დიდხნიანი პაუზის შემდეგ მსახიობმა პირად ცხოვრებასთან დაკავშირებული კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ მამობა მისთვის დიდი ბედნიერებაა და სამსახიობო კარიერისთვის თავის დანებებას გეგმავს: "ყოველთვის ვიცოდი, რომ როდესაც მამა გავხდებოდი ჩემს ცხოვრებაში ახალი ეტაპი დაიწყებოდა და გაცნობიერებული მქონდა ის, რომ ამ ყველაფერს დიდი ძალისხმევა დასჭირდებოდა, მიუხედავად იმისა, რომ მიყვარს რასაც ვაკეთებ, დროა ყურადღება მეუღლესა და შვილებზე გადავიტანო. ლოკდაუნმა გარკვეულწილად დადებითად იმოქმედა ჩემზე, გამუდმებით მიწევდა პირბადის ტარება და ხალხი იშვიათად ხვდებოდა ჩემს ვინაობას, გულშემატკივრებთან კომუნიკაციაზე არასდროს ვამბობ უარს, თუმცა ზოგჯერ პირადი სივრცე მეც მჭირდება."