29 წლის მოდელი ემილი რატაკოვსკის მის პირველ შვილს მეუღლისგან, სებასტიან ბეარ მაქკლარდისგან ელოდება. ფეხმძიმობის მიუხედავად ის პაპარაცების ობიექტივებს არ უშინდება და ყოველთვის შესანიშნავად გამოიყურება. გამონაკლისი მან არც ამჯერად დაუშვა, როდესაც ნიუ-იორკის ქუჩებში გემოვნებიანი იმიჯით გამოჩნდა.
მოდელმა არჩევანი შავი ფერის სამოსზე შეაჩერა, რომელსაც ყავისფერი, მაღალქუსლიანი ჩექმა და ბრენდ Dolce & Gabbana-ს 4,394 დოლარის ღირებულების თრენჩი შეუხამა.