30 წლის მომღერალი რიტა ორა არაჩვეულებივი გემოვნებით და ჩაცმის სტილით ნამდვილად გამოირჩევა. მისი იმიჯი უამრავი ადამიანის ინსპირაციის წყაროა და ის ფანებს მისი გამოჩენით იმედებს არასოდეს უცრუებს. გამონაკლისი სრც უკანასკნელი შემთხვევა გამხდარა, როდესაც მომღერალმა სოციალურ ქსელში რამდენიმე ახალი სურათი განათავსა.
რიტამ არჩევანი კომფორტულ, თუმცა ამავდროულად გემოვნებიან იმიჯზე შეაჩერა. მას წითელი გულებით და ფერადი პალმებით გაფორმებული თეთრი მაისური ეცვა, რომელსაც სხვადასხვა სკეჩებით მოხატული, ვარდისფერი, სპორტული შარვალი შეუხამა. იმიჯის სრულყოფილებაში მოსაყვანად კი მან ოქროს აქსესუარები შეარჩია.