ჯენიფერ ლოპეზი თვალისმომჭრელ კონტენტთან ერთად, სოციალური ქსელების გამომწერებს იუმორითაც ხშირად ანებივრებს. ამჯერად კაიკოსიდან ნიუ-იორკში დაბრუნებულმა ვარსკვლავმა გადაწყვიტა გაეზიარებინა, თუ როგორ გამოიყურებოდა ის არდადეგებამდე და მის შემდეგ. თუ ერთ ფოტოზე ისGucci-სა და North Face-ის კოლაბორაციით შექმნილი თბილი მოსაცმელით ფიგურირებს, მეორეზე საცურაო კოსტუმში გამოწყობილი ჩნდება.