ამერიკული გამოცემის Sorbet Magazine-ის 30-ე, საიუბილეო გამოცემის მთავარი გმირი მონიკა ბელუჩი გახდა. 56 წლის ვარსკვლავლმა გამოცემისთვის კაბარეს სტილის ფოტოსესიაში მიიღო მონაწილეობა და Cartier-ს ძვირფას სამკაულში საკუთარი სილამაზით კიდევ ერთხელ აღაფრთოვანა საზოგადოება.
უახლესი კადრების ავტორი კი ცნობილი ფოტოგრაფი - ელენ ფონ უნვერტი გახლავთ. ფოტოები სოციალურ ქსელებში უკვე რამდენიმე დღეა ვრცელდება, თუმცაღა ვიდეორგოლის გამოქვეყნების შემდეგ უკვე ყველასთვის გახდა ცნობილი რომ იტალიელმა ლამაზმანმა მადონას იმიჯი გააცოცხლა კლიპიდან -Material Girl.