ბოლო რამდენიმე დღეა მსოფლიო შოუბიზნესი კანიე უესტისა და კიმ კარდაშიანის შესაძლო დაშორების ინფორმაციამ მოიცვა. გარდა ამისა, ცნობილი გამოცემები წერენ, რომ ცნობილ რეპერს ურთიერთობა ბიუთი-ბლოგერთან, არატრადიციული ორიენტაციის მქონე იუთიბერ - ჯეფრი სტართან აქვს.
თუმცა ამ ინფორმაციას ჯეფრი, რომელიც ეპატაჟურობით გამოირჩევამ გულახდილი კომენტარით გამოეხმაურა: "მე მარტო ვარ. არავისთან არ მძინავს... ეს სისულელეა. კიდევ ერთხელ მომეცით უფლება რომ აგიხსნათ. მე მომწონს ძალიან მაღალი მამაკაცები. მე და კანიეს ურთიერთობა არასდროს გვქონია და მთელი ეს სიტუაცია უკვე სასაცილოა," - აღნიშნა მან.