30 წლის მოდელი სტელა მაქსველი არაჩვეულებრივი გემოვნებით და ჩაცმის სტილით ნამდვილად გამოირჩევა. სტელა პაპარაცების ობიექტივში იშვიათად ხვდება თუმცა მისი გამოჩენა ფანებს იმედებს არასოდეს უცრუებს, რადგან ის ყოველთვის შესანიშნავ ფორმაშია და გამონაკლისი არც უკანასკნელი შემთხვევა გამხდარა, როდესაც ის კალიფორნიაში გამოჩნდა.
სტელამ არჩევანი სპორტულ, თუმცა ამავდროულად გემოვნებიან იმიჯზე შეაჩერა. მას Adidas-ის 50 ფუნტის ღირებულების, წითელი სპორტული შარვალი ეცვა, რომელსაც ამავე ბრენდის ფეხსაცმელი, შავ მაისურთან და წითელი ფერის Hoodie- სთან ერთად შეუხამა.