23 წლის ვარსკვლავი, კაილი ჯენერი ოჯახის სხვა წევრებთან ერთად უკვე წლებია რეალითი შოუში Keeping Up With The Kardashians-აი იღებს მონაწილეობას, თუმცა ჯერ კიდევ 2020 წელს კიმ კარდაშიანმა განაცხადა, რომ ისინი ბოლო, მეოცე გადაიღებდნენ და ამის შემდეგ სერიალი დასრულდებოდა. სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტოები, საიდანაც ვიგებთ, რომ ქალბატონებმა ახლახანს ბოლო სერიის გადაღება დაასრულეს.
რეალითი შოუს უკანასკნელი სერიის გადაღებაში მონაწილეობა კაილი ჯენერმაც მიიღო,
რომელმაც გემოვნებიანი და გლამურული იმიჯი მოიხდინა.
ვარსკვლავს ბეჟი კორსეტი და მაღალწელიანი შარვალი ეცვა,
რომელსაც ამავე ფერის თრენჩი, ჩანთა და მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი შეუხამა, იმიჯის სრულყოფილებაში მოსაყვანად კი ოქრკს აქსესუარებჯ მოირგო.