ცნობილი ბრიტანელი მოდელი - სტელა ტენანტი გარდაიცვალა. როგორც ოჯახის მიერ გავრცელებული ინფორმაციით ხდება ცნობილი, 50 წლის ლამაზმანმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
საკულტო მოდელი, რომელიც Chanel-ის სახე გახლდათ, საკუთარ სახლში გარდაცვლილი დაბადების დღიდან ხუთი დღის შემდეგ იპოვეს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ბოლო პერიოდის განმავლობაში ის თავს ცუდად გრძნობდა და ოთხი უსაყვარლესი შვილისა თუ მეგობრების სითბოს მიუხედავად, ცხოვრების გაგრძელება ვეღარ შეძლო.
შეგახსენებთ, რომ მოდელი პოპულარული ჯერ კიდევ გასული საუკუნის 90-იან წლებში გახდა და ისეთი ცნობილი ბრენდების კოლექციებს წარმოადგენდა, როგორებიცაა Balenciaga, Versace და Valentino.