ცოტახნისწინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ რეალითი შოუს ვარსკვლავი, 40 წლის კიმ კარდაშიანი მეუღლეს ქანიე უესტს შორდება, თუმცა ამ სკანდალის მიუხედავად საკუთარი ბრენდის რეკლამირებას კიმი აქტიურად აგრძელებს. ვარსკვლავმა ახლახანს გამომწერებს Skims-ის ახალი კოლექცია სახელწოდებით Solutionwear Line წარუდგინა.
უახლეს ფოტოებში კიმი შესანიშნავად, სექსუალურად გამოიყურება. მან რამდენიმე სხვადასხვა იმიჯი მოირგო. ზოგიერთ ფოტოში მას ბეჟი Bodysuit-ი და ამავე ფერის მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი აცვია, ამას გარდა მან შავი Bodysuit-ი და მაღალყელიანი, ვარდისფერი ჩექმებიც მოირგო და თეთრი Bodysuit-იც ვერცხლისფერ ჩექმებთან ერთად მოიხდინა.