კაილი ჯენერი ფაი ხადრასთან ერთად უკვე რამდენიმე წელია ფიგურირებს. ცნობილი ბიჭი, რომელიც ქენდალ ჯენერისა და ბელა ჰადიდის უახლოესი მეგობარიცაა, როგორც ჩანს, იმ შავ სიაში მოხვდა, რომელიც კაილი ჯენერმა რამდენიმე საათის წინ გააქტიურა.
როგორც უცხოური მედია წერს, ჯენერმა ფაის ინსტაგრამზე გამოწერა გაუთიშა, ისევე როგორც სოფია რიჩის, თუმცა ამ ყველაფრის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
შეგახსენებთ, რომ კაილი რამდენიმე დღის წინ ფაისა და ოჯახის წევრებთან ერთად ასპენში ისვენებდა.