ქიმიურ სექტორში მსოფლიოს ერთ-ერთი ლიდერი გერმანული კომპანია „ჰენკელი“ საქართველოში ყველასთვის ცნობილ, არაერთი ბრენდის სახელს წარმოადგენს, რომლებიც ყოველდღიურ ცხოვრებაში ჰიგიენის მაღალი ხარისხის შენარჩუნების პირობით, საოჯახო საქმეების რუტინასაც სასიამოვნო გამოცდილებად აქცევს.
თითქმის საუკუნენახევრიანმა კომპანიამ ისტორიის განმავლობაში საკუთარი გამოცდილებით სამომხმარებლო და ინდუსტრიულ სექტორში წარმოების ინოვაციური მაგალითები შექმნა და ათობით ბრენდში საერთო ღირებულებები გააერთიანა, ამიტომაც თითოეულმა შეუდარებელი ნიშის დამკვიდრება მსოფლიო მასშტაბით შეძლო.
სარეცხი საშუალებები „ჰენკელის“ ერთ-ერთი ფართო წარმოების საგანია. მათ შორის ბრენდები − „ვერნელი“, „პერსილი“ და „პერვოლი“, ცნობილი ქართველი მოდელის, სალომე ღვინიაშვილის ყოველდღიური არჩევანია, მიზეზი კი მარტივი, რომ ინდივიდუალურობის განმსაზღვრელი სამოსი განსაკუთრებულ მოვლას იმსახურებს.
სალომე, სად და როდის აღმოაჩინეთ სარეცხი საშუალება, რომელსაც ენდობით? ანუ რატომ „ჰენკელის“ წარმოება?
ჯერ კიდევ ინგლისში ცხოვრების დროს, წლების წინ, ჩემს საჭიროებებზე მორგებული საშუალებები აღმოვაჩინე. „ვერნელისა“ და „პერსილის“ სახით, რეალურად ვიპოვე ის პროდუქტები, რომლებიც ყოველდღიურობაში განუყოფელი გახდა. როცა საქართველოში საცხოვრებლად დავბრუნდით, ერთ-ერთ ქსელში ჩემთვის ეს ორი კარგად ნაცნობი ბრენდი აღმოვაჩინე და ძალიან გამიხარდა. ვენდობი „ჰენკელის“ საუკუნოვან წარსულ გამოცდილებას, თუმცა რაც მთავარია, ვენდობი საოცარ შედეგს, რომელსაც ეს საშუალებები გვთავაზობს.
მალევე შენიშნეთ ხარისხის უპირატესობა?
შეიძლება ითქვას, მაშინვე, იმიტომ, რომ წარმოუდგენელია, განსაკუთრებით არ დაგამახსოვროს თავი იმ სურნელმა, რომელსაც მაგალითად, „ვერნელი არომა“ ტოვებს, რომ აღარაფერი ვთქვათ ქსოვილის მოვლის თვალსაზრისით პირველსავე გამოყენებისას თვალხილულ შედეგზე.
„ჰენკელის“ ხაზის რომელ საშუალებებს იყენებთ და რა მახასიათებლებით შეაჩერეთ არჩევანი მათზე?
ვინაიდან ჩემს გარდერობში ბევრნაირი ფერის, ფაქტურის, ქსოვილის სამოსია თავმოყრილი, მათი იერსახის შენარჩუნებას და დელიკატურ მოვლას რეცხვის სხვადასხვაგვარ რეჟიმთან ერთად, კარგი სარეცხის საშუალება სჭირდება.
„ვერნელი“ არაჩვეულებრივად ებრძვის სიხისტეს და საოცარი სურნელით გამოირჩევა. ძალიან მომწონს ის ფაქტიც, რომ ბრენდმა არა მხოლოდ ეფექტურ შედეგზე იზრუნა, არამედ ჩვენს ჯანმრთელობაზეც, და გამორიცხა ყველა ის ინგრედიენტი, რითაც შესაძლოა ადვილად გაღიზიანებადი, მგრძნობიარე კანის პრობლემებისთვის პროვოცირება გაეწია.
მეორე საშუალება, რომელსაც სიამოვნებით გავუწევ რეკომენდაციას, „პერვოლია“− შავი სამოსის მოვლისა და ფერის შენარჩუნებისთვის, რაც ასეთი მნიშვნელოვანია, რომ მუქი ფერის ნაჭერი არ გახუნდეს.
მესამე, ეს არის „პერსილი“, რომლის გამოყენებითაც მე ძალიან მარტივად ვახერხებ ლაქებთან გამკლავებას.
თითოეულ ბრენდში უმეტესად თხევად საშუალებებს ვირჩევ. ჩემთვის ისინი უფრო მოსახერხებელი და გამყოლი სურნელის მატარებელია.
პირველი იანვრის OK!-ის ნომრისთვის, აუცილებლად უნდა გკითხოთ: თქვენი ჩვეულებები ამ დღესასწაულზე − სად ხვდებით ხოლმე ახალ წელს?
ჩემი ოჯახი ახალ წელს ძირითადად შინ, სრული შემადგენლობით ვხვდებით. ვცდილობთ ტრადიციული სუფრა ლამაზად გავაწყოთ და ყოველ წელს, სახლის დეკორზეც საინტერესო იდეები წინსწრებით შევიმუშავოთ.
ერთმანეთისთვის სასურველი საჩუქრების გამოცნობას თუ ახერხებთ?
საჩუქრების გადაცემის ჩვენეული „ღონისძიება“ ნაძვის ხის ქვეშ სასაჩუქრე შეფუთვების განთავსებაა. პირდაპირ თუ ირიბად, წინასწარ ვარკვევთ ერთმანეთის სურვილებს და შეძლებისდაგვარად, გამოგვდის, რომ ერთმანეთს სასურველი საჩუქრები ვუსახსოვროთ.
დაბოლოს, რა კარგი ამბებით დაგამახსოვრათ თავი რთული გამოწვევებით სავსე 2020-მა წელმა?
რამაც 2020-ში გამახარა, ის არის, რომ მთელი ზაფხულის განმავლობაში საქართველოს მასშტაბით „პრაიმ შოუსა“ თუ ოჯახის წევრებთან ერთად ვიმოგზაურე და უამრავი კუთხე დავათვალიერეთ. მომეცა საშუალება, ხელახლა აღმომეჩინა ჩვენი ქვეყანა.
ფოტო: ლაშა ღუღუნივილი