კომპანია CASPIGROUP 12 წელია ერთგულად ემსახურება თავის მომხმარებელს. იგი ორიენტირებულია კლიენტთა მოთხოვნებზე. აღსანიშნავია, რომ CASPIGROUP-ს ჰყავს პროფესიონალი ჯგუფი, რომლის თითოეული წევრის მიერ გაწეული მომსახურების ხარისხზე პასუხისმგებელია აღნიშნული კომპანია. CASPIGROUP მუდმივად ანებივრებს თავის მომხმარებელს სასიამოვნო სიახლეებით. არც 2020 წელი ყოფილა გამონაკლისი. ამ და სხვა საკითხებთან დაკავშირებით, OK! პირადად გაესაუბრა CASPIGROUP-ის მმართველ გარათელ ალახვერდოვას.
CaspiGroup კორპორაციული საჩუქრების, ბლოკნოტების, ტყავის ნაწარმის, აქსესუარებისა და ხელნაკეთი ყუთების მწარმოებელი და ექსპორტიორი, სასტუმროებისა და რესტორნების ინდუსტრიული სამზარეულო მოწყობილობების მიმწოდებელი კომპანიაა.
CaspiGroup-ი მომხმარებელს ხუთ ბრენდს სთავაზობს:
arylabox − ვაწარმოებთ სხვადასხვა ბრენდირებულ ყუთებს VIP-საჩუქრებისთვის, ლიმიტირებული გამოცემის წიგნებისთვის, პლასტიკური ბარათებისთვის, პრემიუმყუთებს ალკოჰოლური სასმელისთვის, დაჯილდოების დაფებისთვის და ა.შ.
aryladiary − კორპორაციული ბლოკნოტები, ტყავის ბიზნესაქსესუარები.
papacasso − ჩვენი ფერადი ბლოკნოტების ბრენდი, რომელიც საცალო გაყიდვაში გვაქვს.
caspigift − პრომოაქსესუარები, სხვადასხვა ბრენდირებული აქსესუარები.
caspicusine − სამზარეულოს აღჭურვილობის ფართო სპექტრი − ბარებისთვის, კაფეებისთვის, რესტორნებისთვის, სასტუმროებისთვის, სწრაფი კვების ობიექტებისა და სუპერმარკეტებისთვის სამზარეულოს პროექტირება და დანადგარების შეკეთება. ჩვენი მაღაზიის ასორტიმენტში თითოეულ კლიენტს შეუძლია აირჩიოს და შეიძინოს მხოლოდ მაღალხარისხიანი და პრაქტიკაში გამოცდილი წამყვანი ბრენდების ტექნიკა.
CaspiGeo არის აზერბაიჯანული ინვესტიციით შექმნილი თურქული კომპანია CaspiGroup-ის წარმომადგენელი საქართველოში. თანამშრომლობს სხვადასხვა ქართულ და უცხოურ კომპანიასთან.
„კასპიჯეოს“ საქართველოში ოპერირების 12-წლიანი ისტორია აქვს. თავდაპირველად, საქმიანობა კომპანიებისთვის ბრენდირებული აქსესუარების წარმოება იყო, თუმცა 7 წლის წინ სასტუმრო-რესტორნების სამზარეულოებისთვის განკუთვნილი სპეციალური დანადგარების შემოტანაზეც დაიწყო მუშაობა. „კასპიჯეოს“ მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში აქვს წარმომადგენლობა − საქართველოში, აზერბაიჯანში, რუსეთში, ყაზახეთში, უზბეკეთში, ყირგიზეთში, ირანში, უკრაინაში, დიდ ბრიტანეთში.
წელს დაგვემატა ახალი მიმართულება − Caspiaqua, რომელიც საცურაო აუზის, საუნის, SPA-ს, ორთქლის ოთახის პროექტირება/მშენებლობა/რეკონსტრუქციით არის დაკავებული. პროექტის ხელმძღვანელია ჯემალ ალახვერდოვი.
„კასპიგრუპის“ მიზანია, ასოცირდებოდეს საუკეთესო ხარისხთან და მომსახურებასთან.
ტექსტი: მარიამ მთივლიშვილი
ფოტო: ალექსეი სეროვი