Victoria’s Secret-ის ანგელოზი, 32 წლის სუპერმოდელი ქენდის სვეინფული სოციალურ ქსელში ხშირად ანთავსებს ფოტოებს, სადაც საკუტარ ბრენდს, Tropic Of C-ს არეკლამებს. გამონაკლისი მანდ არც ამჯერად დაუშვა და 2021 წელი სწორედ საკუტარი ბრენდის რეკლამირებით დაიწყო. აღსანიშნავია, რომ უახლეს ფოტოებში მოდელი შესანიშნავად გამოიყურება.
ახალ ფოტოებში ის ულამაზესი სანაპიროს ფონზე პოზირებს. მას ყვითელი ფერის საცურაო კოსტუმი აცვია, რომლის ღირებულება 110,18 ფუნტს შეადგენს. იმიჯის სრულყოფილებაში მოსაყვანად კი მოდელმა არჩევანი სადა, ოქროს აქსესუარებზე შეაჩერა.