რეალითი შოუს ვარსკვლავი, 40 წლის კიმ კარდაშიანი გემოვნებიანი და გლამურული იმიჯით ნამდვილად გამოირჩევა. მისი გამოჩენა ფანებს იმედებს არასოდეს უცრუებს, რადგან ის მუდამ შესანიშნავ ფორმაშია. გამონაკლისი არც უკანსკნელი შემთხვევა გამხდარა, როდესაც ვარსკვლავი ლოს-ანჯელესში შენიშნეს.
კიმმა არჩევანი ყავისფერ სამოსზე შეჩერა. მას მაისური და ტყავის შარვალი ეცვა, რომელსაც ამავე ფერის ფეხსაცმელი, თმის აქსესუარი და ბრენდ Acne Studios-ს 2100 ფუნტის ღირებულების დუტის ქურთუკი ოქროს აქსესუარებთან ერთად შეუხამა.