ლეგენდარული რეპერი - Dr. Dree ჰოსპიტალიზებულია. როგორც უცხოური მედია წერს, 55 წლის ვარსკვლავის ლოს-ანჯელესში მდებარე ერთ-ერთ კლინიკაში გადაყვანის მიზეზი ტვინის ანევრიზმა გახდა. თუმცაღა, საბედნიეროდ მისი მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია, "თავს კარგად ვგრძნობ, რაც არაჩვეულებრივი სამედიცინო გუნდის დამსახურებაა," - დაწერა მან ოპერაციის შემდეგ.