25 წლის ამერიკელ მოდელს, ჯიჯი ჰადიდს მისი პირველი შვილი შეყვარებულისგან, 27 წლის მომღერალ, ზეინ მალიკისგან სულ ცოტახნისწინ შეეძინა. წყვილი სოციალურ ქსელებში ერთად გადაღებულ ფოტოებს ხშირად აქვეყნებს, თუმცა შვილთან ერთად გადაღებულ ფოტოებს იშვიათად აქვეყნებს და არც მის სახეს აჩენენ. მათ არც შვილის სახელი გაუსაჯაროებიათ.
ახლახანს ჯიჯიმ შილთან ერთად გადაღებული ფოტო განათავსა და როგორც აქამდე, მისი სახე არ გამოუჩენია. მოგვიანებით მან რამდენიმე საკუთარი სურათი გაგვიზიარა, სადაც ბრენდ Luv AJ-ის 80,75 ფუნტის ღირებულების საყურეები მოირგო.