25 წლის მომღერალი, დუა ლიპა და 21 წლის მოდელი ანვარ ჰადიდი ერთმანეთს უკვე ერთ წელზე მეტია ხვდებიან. წყვილი სოციალურ ქსელშ ერთად გადაღებულ ფოტოებს ხშირად აქვეყნებს და არც პაპარაცების ობიექტივს უშინდება. წყვილმა შობის დღესასწაული ანვარის მშობლებთან ერთად აღნიშნა ახალი წელი კი მექსიკაში გაატარა, სადაც ახლახანს ისინი პაპარაცებმა დააფიქსირეს.
წყვილი სანაპიროზე ისვენებდა და როგორც ჩანს დროს შესანიშნავად ატარებდა. ისინი წიგნის კითხვით და თამბაქოს მოწევით იყვნენ დაკავებული. დუას ბრენდ Hunza G-ს ვარდისფერი საცურაო კოსტუმი ეცვა, რომლის ღირებულება 219 ფუნტს შეადგენს.